საქართველოში ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი ჩამოვიდა, რომელმაც სახელი როკი IV-ში შესრულებული როლისთვის გაითქვა. შვედი მსახიობის ვიზიტი საქართველოში "ქართული ლუდის კომპანიამ" დაგეგმა, რომელმაც დოლფ ლუნდგრენი 2019 წლის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჩამოიყვანა.

ფოტო: ქართული ლუდის კომპანია

მსახიობი დღეს ზედაზენის ქარხანასაც ეწვია, სადაც ლუდი რაგნარი დააგემოვნა. მან აღნიშნა, რომ ლუდი ნამდვილი მებრძოლებისთვისაა შექმნილი, რასაც მისი გემოვნური თვისებებიც ადასტურებს. ლუდი რაგნარი სკანდინავიური წარმოშობისაა, რომელსაც ვიკინგების სამეფო ლუდადაც მოიხსენიებენ. თავისი გემოთი ის სწორედ ვიკინგურ, სკანდინავიურ ხასიათს გადმოსცემს. მისი წარმოება საქართველოში 2018 წლის მარტიდან დაიწყო.

ფოტო: ქართული ლუდის კომპანია

დოლფ ლუნდგრენი შვედი მსახიობია, რომელიც 1957 წელს დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა 1985 წელს დაიწყო. იგი პირველად ჯონ გლენის მიერ გადაღებულ A View To Kill-ში გამოჩნდა, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ეკრანიზაციაა. ამავე წელს, შვედი მსახიობი Rocky IV-ში გამოჩნდა, რომელშიც ივან დრაგოს როლს ასრულებდა. სწორედ როკიში შესრულებულმა როლმა მოუტანა მას დიდი პოპულარობა. მას ნათამაშები აქვს ვანდამთან ერთადაც ფილმში "უნივერსალური ჯარისკაცი". დოლფი სხვადასხვა მუსიკალურ ვიდეოებში, სერიალებსა და ფილემბშიც გადაიღეს. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია აქვამენი, რომელშიც ნერეუსის როლს ასრულებს.

დოლფ ლუნდგრენი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება.