Wizz Air ქუთაისიდან ექვს ახალ მიმართულებას ამატებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

ვიზეარი ბრიუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბაზელის (შვეიცარია), ეინდჰოვენის (ნიდირლანდები), ტალინისა (ესტონეთი) და ბარის (იტალია) მიმართულებით ფრენებს პირველი აგვისტოდან დაიწყებს.

ამ დროისთვის Wizz Air ქუთაისიდან რეისებს 21 მიმართულებით ასრულებს.