ვეგანური დიეტის შემთხვევაში, ბიონსე ფანებს მთელი ცხოვრება კონცერტის უფასო ბილეთებს პირდება
ბიონსე და ჯეი-ზი ფანებს მთელი ცხოვრება კონცერტებზე უფასო ბილეთებს მისცემენ, თუ ისინი მცენარეულ საკვებზე გადავლენ.
ბიონსემ კონკურსი ინსტაგრამზე დააანონსა. ის, ვინც ვეგანური ცხოვრების წესს აირჩევს, ჯეი-ზის ან ბიონსეს შოუებზე უფასოდ მოხვდება.
წყვილის ინიციატივას Greenprint [გრინპრინტი] ჰქვია. 22-დღიან დიეტაში შესული საკვები ვეგანურია — მასში ხორცი და ცხოველური საკვები არ შედის. წამოწყების ერთ-ერთი მიზანი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაა. თავად გრინპრინტის ვებ-გვერდზე ვეგანობის პოზიტიური ეფექტებია დემონსტრირებული.
საიტზე ხანმოკლე სლაიდშოუს შემდეგ, მომხმარებლები ირჩევენ სხვადასხვა წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც მართავენ საკუთარი კვების წესს.
კონკურსი 22 აპრილს სრულდება და მასში მონაწილეობა 18 წელს გადაცილებულ ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
როგორც ბიონსე ინსტაგრამზე წერს, ის უხორცო ორშაბათსა და მცენარეულ საუზმეებს ირჩევს. ალტერნატიული ვარიანტებია "სულ მცენარეული დიეტა", "მცენარეული საკვები სამსახურში" და "მცენარეული კერძები დღეში ორჯერ".
"დააკლიკეთ ბიოგრაფიაში წარმოდგენილ ლინკს და მოიგეთ უფასო ბილეთები ჩემს ან ჯეი-ზის კონცერტებზე", - დაწერა მან ინსტაგრამზე.
ბიონსე ვეგანური დიეტის შესახებ ადრეც საუბრობდა და ფანებს ცხოვრების ახალი წესის არჩევისკენ მოუწოდებდა.
2019 წლის დასაწყისში, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების პერსონალურმა ტრენერმა, მარკო ბორგესმა, ახალი წიგნი გამოუშვა: The Greenprint: Plant-Based Diet, Best Body, Better World [გრინპრინტი: მცენარეული დიეტა, საუკეთესო სხეული და უკეთესი სამყარო].
წიგნი ბიონსესა და ჯეი-ზის დაწერილი შესავლით იწყება:
"ჩვენი ცხოვრება ყველაზე მეტად შვილებმა შეცვალეს. ერთ დროს ვფიქრობდით, რომ ჯანმრთელობას დიეტით შევინარჩუნებდით. ზოგი მათგანი ჩვენთვის კარგი იყო, ზოგი — არა. როგორც კი ჯანმრთელობას შევხედეთ, როგორც მთავარ ღირებულებასა და არა უბრალოდ დიეტას, ჩვენი მისია გახდა, რომ ჭეშმარიტება და ცხოვრების ჯანსაღი წესი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაგვეზიარებინა".
ამერიკელი წყვილის სიტყვებით, თუ ბევრი ადამიანი დაიწყებს მცენარეულ დიეტას, გარემოზე ეს დადებით გავლენას მოახდენს.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები