აშშ-ს სასამართლომ ჟურნალისტ მარი კოლვინის მკვლელობისთვის სირიის ხელისუფლებას $302,5 მილიონის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სირიის ხელისუფლებას დაევალა, რომ $2,5 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადოს კოლვინის დას და დაკრძალვის ხარჯები, $11 ათასი აანაზღაუროს.

56 წლის მარი კოლვინი ფრანგ ფოტოგრაფთან, 28 წლის რემი ოშლიკთან ერთად 2012 წელს სირიაში შენობაზე იერიშისას მოკლეს. კოლვინი Sunday Times-ისთვის 2011 წლიდან სირიის სამოქალაქო ომს აშუქებდა.

კოლუმბიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემი ბერმანმა ჟურნალისტების მკვლელობას "არასანქცირებული" უწოდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასადის რეჟიმს ომის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას აკისრებენ, რაც სამართლებრივ პრეცენდენტს ქმნის.

სამოქალაქო საჩივარი კოლვინის ოჯახმა 2016 წელს შეიტანა. სირიის მხარე დაცვაში არ მონაწილეობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სირიის სამხედროები და უშიშროება ჟურნალისტების საქმიანობას უთვალთვალებდნენ, ხოლო ქალაქ ჰოლმსის ალყისას მიზანში სპეციალურად ამოიღეს მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.