გუდაური 30 წლის წინ და დღეს
გამოფენა, დაჯილდოება, ფრისტაილერების საჩვენებელი დაშვება, გლინტვეინი და ბევრი დაუვიწყარი წუთი გუდაურში.
26 იანვარს, გუდაურის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩატარდა სპეციალური ღონისძიება White Rabbit პარკში მათთვის, ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, თოვლი, სრიალი და თავგადასავლები. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენა, სახელწოდებით "ევოლუცია" - გუდაური 30 წლის წინ და დღეს.
აქ წარმოდგენილი იყო ძველი და თანამედროვე თხილამურები, ეკიპირება, აქსესუარები. გზა ხის თხილამურიდან "სნოუბორდებამდე" არც თუ ისე გრძელია, თუმცა, სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. საქართველოში კი ეს ისტორია გუდაურის და იმ ადამიანების გარშემო ტრიალებს, რომლებმაც სათხილამურო სპორტის განვითარებაში, როგორც პროფესიონალებში, ასევე მოყვარულებში, დიდი წვლილი შეიტანეს.
ამ დღეს ჩატარდა ცერემონია, რომლის ფარგლებშიც გუდაურის პირველი მწვრთნელები დააჯილდოვეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს სამთო - სათხილამურო სპორტის განვითარებაში და აღზარდეს თაობები. მათ შორის იყვნენ: დიმიტრი გუგუნავა, დიმიტრი თოფურია, ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჯაფარიძე, კოტე ქადაგიძე, ირაკლი ჭირაქაძე, კოტე გაბრიჩიძე, ლადო ანთაძე, სანდრო ანთაძე, ზაზა იაშვილი, დუდა ჭიჭინაძე, რამაზ მოსეშვილი და გელა მიქაბერიძე.
"ჩვენთვის დიდი პატივია იმ ადამიანების დაჯილდოება, რომელთა აქტიურობამ, თავდადებამ, დიდმა სიყვარულმა შექმნა და მოიტანა აქამდე გუდაური და ყველა ის აქტივობა, რომელიც გუდაურთან არის დაკავშირებული", - განაცხადა ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელმა, "ბორჯომის" უფროსმა ბრენდ მენეჯერმა, ირინა კეიდიამ.
მისი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები შთააგონოს, იცხოვრონ უფრო ნათელი, ხალისიანი, აქტიური ცხოვრებით, გამოყენონ ყველა შესაძლებლობა, აღმოაჩინონ და სცადონ რამე ახალი ცხოვრებაში პირველად.
"სწორედ ამ განწყობას აერთიანებს ბრჭყვიალა ფერები ჩვენი პროდუქციის ზამთრის ლიმიტირებულ შეფუთვაზე და ვებ-რესურსი, რომელიც ექსტრიმის მოყვარულებისთვის განახლდა და ზამთრის აქტივობებზე გადაეწყო. აქ ნებისმიერი ტურისტი ან ადგილობრივი იპოვის მისთვის საინტერესო ინფორმაციას აქტიური დასვენების შესახებ საქართველოში, როგორც ზამთრის ასევე, ზაფხულის სეზონის დროს. ვებ-გვერდი მრავალფუნქციურია, მრავალენოვანი და მუდმივად განახლებადი. "ბორჯომის" მიზანია ადამიანი დაიმუხტოს ვულკანური ენერგიით, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან და გაატაროს ზამთარი ისე როგორც არასდროს", - დაამატა მან.
გუდაურში 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია ფრისტაილერების სპეციალური პერფორმანსით დასრულდა. რაიდერებმა მრავალფეროვანი, ექსტრემალური ტრიუკებით სავსე დაშვება განახორციელეს როგორც სნოუბორდებით, ასევე თხილამურებით.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი", ხოლო პარტნიორი საქართველოს მთის კურორტების კომპანია იყო.
ზუსტად 30 წლის წინ დაარსებული და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური დღესაც აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრიმის, გართობის და ზამთრის დღესასწაულების მექაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები