მოგენატრათ ნიუ-იორკის მაღალი კლასის საზოგადოების ჭორები? მაშინ მოემზადეთ, შესაძლოა CW-ის დრამა Gossip Girl ეკრანზე დაბრუნდეს.

როგორც არხის პრეზიდენტი მარკ პედოვიცი ამბობს, ამ ეტაპზე სერიალის დაბრუნებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალურია შოუს დაბრუნების საკითხი", - ამბობს მარკი.

სერიალის პრემიერა CW-ზე 2007 წელს შედგა, მისი შემქმნელები კი ჯოშ შვარცი და სტეფანი სეივიჯი არიან. შოუში მთხრობელი ყოვლისმცოდნე, მაგრამ ამავდროულად ყველასაგან უხილავი ბლოგერი - ჭორიკანაა, რომელსაც მსახიობი კრისტენ ბელი ახმოვანებს. სიუჟეტი კი პრივილეგირებული ახალგაზრდების გარშემო ვითარდება.

Gossip Girl-ში მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი, ლეიტონ მისტერი, პენ ბეჯლი, ჩეის კროუფორდი, ტეილორ მომსენი, ედ ვესტვიკი, კელი რაზერფორდი და მეთიუ სეტლი ასრულებენ.