ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების საკითხებში, იოჰანეს ჰანი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთვის მხარდაჭერას Twitter-ის მეშვეობით ეხმაურება და მას დამსახურებულს უწოდებს.

ჰანი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ევროსაბჭო საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

5 სექტემბერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 44 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.