90-იანი წლების ბოლოს, მაშინ როცა საქართველომ ჯერ საბჭოთა მონობას დააღწია თავი, შემდეგ სამოქალაქო და აფხაზეთის ომი გამოიარა და როგორც იქნა, სტაბილურობისკენ აიღო გეზი, საქართველოში დასავლეთის პირველი სხივებიც შემოიჭრა. მართალია, მანამდეც მოიპოვებოდა ქვეყანაში მცირე ოაზისები, სადაც დასავლური გემოს შეგრძნება იყო შესაძლებელი, მაგრამ 1999 წელს თბილისში გახსნილმა მაკდონალდსმა სულ სხვა ფრონტი გაჭრა.

ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს, რაოდენ დიდი მოვლენა იყო მაშინდელი ქართველობისთვის მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნა. ამერიკისა და დემოკრატიის პირველი ნიშანი, რომელშიც ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ აკრძალული სიამოვნების მიღება. მაკდონალდს 90-იანი წლების ბოლოს ნამდვილად თავისუფლების გემო ჰქონდა. ამ რესტორანში ყველაფერი ამერიკასთან ასოცირდებოდა - ენდი უორჰოლის მიერ დახატული კოკა-კოლის მარკიდან დაწყებული, მოლარე ოპერატორების ღიმილიანი მომსახურებით დამთავრებული.

მთავარი, რაც მაკდონალდსის მომხმარებლებს აინტერესებთ, იმ პროდუქტების შემადგენლობა და სიჯანსაღეა, რომელსაც კომპანია მსოფლიოში ცნობილი კერძების მოსამზადებლად იყენებს.

დრო გავიდა და დღეს არც მაკდონალდსი გვიკვირს საქართველოში და თავისუფალი სუნთქვის შესაგრძნობად არც ჩიზრბურგერების ყიდვაა საჭირო. ყველას, ვისაც აშშ, ევროპა და დასავლეთში მოგზაურობა უნდა, გაცილებით მარტივია ამის მიღწევა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიუხედავად ამისა, მაკდონალდსი მაინც დარჩა საქართველოში ყველაზე პოპულარულ რესტორნად, რომელსაც დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი სტუმრობს. მაკი, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, წარმატებული, ნამდვილი სახალხო ბიზნესის საუკეთესო მაგალითია ჩვენს ქვეყანაში. რთულად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ რესტორანში სტუმრობა არ უყვარს.

მთავარი, რაც მაკდონალდსის მომხმარებლებს აინტერესებთ, იმ პროდუქტების შემადგენლობა და სიჯანსაღეა, რომელსაც კომპანია მსოფლიოში ცნობილი კერძების მოსამზადებლად იყენებს. ბოლო პერიოდში არაერთი ჭორი და ინფორმაცია გავრცელდა მაკის პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა. სტატიების უმრავლესობას კამპანიის ხასიათი ჰქონდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მაკი მომხმარებლებს ატყუებს და სინამდვილეში არ სთავაზობს იმ ხარისხის პროდუქტს, რომელსაც ჰპირდება.

ასეა თუ არა?! - ეს კითხვა ალბათ ბევრ ადამიანს გაუჩნდა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. უკვე რამდენიმე წელია, მაკდონალდსი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესტორანია და ისეთი ინფორმაცია, რომელიც მასთან ურთიერთობისგან თავის შეკავებას მირჩევს, ჩემთვის მარტივად მისაღები არ არის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემემოწმებინა, რადმენად შეესაბამებოდა სიმართლეს გავრცელებული ხმები და ღია კარის დღეზე ჩავეწერე.

აქ ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი და თუკი რომელიმე წესი დაირღვევა, პროდუქტი აუცილებლად ჩამოიწერება და ის მომხმარებლამდე ვერასდროს მიაღწევს.

სხვათაშორის იგივეს გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. მაკდონალდსთან რომ მიხვალთ, აუცილებლად შენიშნავთ სპეციალურ ნიშანს, რომელზეც ღია კარის დღე იქნება მიწერილი. თუ ასეთი წარწერა არ დაგხვდათ, შეგიძლიათ ნებისმიერი რესტორნის მენეჯერს მიმართოთ და დეტალებში ის გაგარკვევთ.

ღია კარის დღე მაკდონალდსის შიდა სამზარეულოს ტურს გულისხმობს, რომლის დროსაც საშუალება გვეძლევა ყველა იმ შეკითხვაზე მივიღოთ პასუხი, რომელიც ხარისხს, პროდუქტის უსაფრთხოებასა და სისუფთავეს ეხება. ტურს რესტორნის მენეჯერი უძღვება, რომელიც მაკდონალდსის ყველა იმ ოთახში შეგახედებთ, სადაც ყველასთვის საყვარელი პროდუქტი მზადდება.

ნაბიჯი პირველი - თანამშრომლების ოთახი

ია კარის დღეზე წერეთლის მაკდონალდსში ვიყავი, სადაც ტური თანამშრომლების მოსასვენებელი ოთახიდან იწყება. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სახელი ნამდვილად შეესაბამება ოთახის მიზანს. შესასვლელში სპეციალური თაროებია დამონტაჟებული, რომელშიც ტანსაცმლისა და პირადი ნივთების შენახვაა შესაძლებელი. ოთახში მინი სამზარეულოა მოწყობილი, მომზადებულ საკვებს კი ოთახის მაგიდებზე მიირთმევენ. კედლებზე მთელი სამუშაო გუნდის ერთობლივი ფოტოებია ჩამოკიდებული, რომელსაც როგორც ჩანს, ყოველწლიურად იღებენ. გარდა ამისა, სპეციალურ დაფებზე სამუშაო განრიგი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებია მიწერილი. თანამშრომლების ოთახში რომ შევედით, რამდენიმე გოგონა ისვენებდა და მაკდონალდსის საკვებს მიირთმევდნენ.

მაკდონალდსში ზუსტად არის გათვლილი, რა კონცენტრაცია უნდა ჰქონდეს ხორცს, რამდენ გრადუსზე უნდა იყოს შენახული ის, როგორი უნდა იყოს მიწოდების წესი, როგორ უნდა იყოს ბურგერის ფუნთუშა შენახული და სხვ.

სხვათაშორის, აქ მივხვდი, რომ მოლარე-ოპერატორების ღიმილიანი მზერა მხოლოდ სალაროებთან ხელოვნურად დაყენებული კი არა, სრულიად ბუნებრივია. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია, პირველი დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად.

ნაბიჯი მეორე - პროდუქტი

ანამშრომლების ოთახის მონახულების შემდეგ, ოფიციალურად პროდუქტის მომზადების ნაწილზე გადავდივართ. სანამ შემდეგი დანიშნულების ადგილამდე მივალთ, დერეფანს გავდივართ, სადაც სპეციალური ქიმიკატებია დაცული, რომელსაც სისუფთავის მაქსიმალურად დასაცავად იყენებენ.

ყველაზე მთავარი, რის გამოც ღია ტურზე დასწრება გადავწყვიტე, პროდუქტის ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმებაა. მაკდონალდსის პროდუქტების 99%-მდე იმპორტირებულია. შესაძლოა იფიქროთ, რა საჭიროა ყველაფრის შემოტანაო და ეს კითხვა ჩვენც დავსვით, რაზეც ადეკვატური პასუხი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მაკდონალდსს აქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტანდარტი, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, პროდუქტი გერმანიის აღიარებული საწარმოებიდან ჩამოდის.

გავრცელებული ჭორი, თითქოს მაკდონალდსში კოკა-კოლის რაოდენობას აკლებენ მომხმარებლებს, უბრალოდ ვერ შეესაბამება სიმართლეს.

სტანდარტის მიხედვით, ყველა პროდუქტის გემო, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ერთნაირად მიმზიდველი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ზუსტად არის გათვლილი, თუ რა კონცენტრაცია უნდა ჰქონდეს ხორცს, რამდენ გრადუსზე უნდა იყოს შენახული ის, როგორი უნდა იყოს მიწოდების წესი, როგორ უნდა იყოს ბურგერის ფუნთუშა შენახული და სხვ.

აქვე ვნახე როგორ მზადდება მაკდონალდსში კოკა-კოლა და ყველას გირჩევთ, თქვენც ნახოთ. გავრცელებული ჭორი, თითქოს მაკდონალდსში კოკა-კოლის რაოდენობას აკლებენ მომხმარებლებს, უბრალოდ ვერ შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში გეტყვით, რომ მაკში კოკა-კოლა ადგილზე მზადდება, რაშიც სპეციალური აპარატი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, მომხმარებლებამდე სულ რამდენიმე წუთის ჩამოსხმული პროდუქტი აღწევს. რაც შეეხება რაოდენობას, უნდა იცოდეთ, რომ მას არა მომსახურე პერსონალი, არამედ აპარატი თავად ადგენს და პატარა, საშუალო და დიდი ზომის ჭიქებში იმდენს ასხამს, რამდენიც წინასწარ არის გაწერილი. თვითნებურად არავის შეუძლია რაოდენობის ან დამატება, ან გამოკლება. ასე რომ, ამ ნაწილშიც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

აქ ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი და თუკი რომელიმე წესი დაირღვევა, პროდუქტი აუცილებლად ჩამოიწერება და ის მომხმარებლამდე ვერასდროს მიაღწევს. შესაბამისად, საფრთხე, რომ კლიენტს ჩამოფასოვებული პროდუქტი შეხვდეს, თავიდანვე აღმოფხვრილია.

რაც შეეხება შენახვას, მაკდონალდსში რამდენიმე ტიპის სივრცეა, რომელშიც სრულიად სხვადასხვა ტემპერატურაა, ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტების შესანახად. მაგალითად, ხორცი სპეციალურ ოთახში ინახება, სადაც ჰაერის ტემპერატურა -18 ცელსიუდიდან -25-მდე მერყეობს. რაც შეეხება მისი მომზადების წესს, როგორც კი შენახული ხორცი სამზარეულოში გადის, სადაც ის ბურგერისთვის მზადდება, მაშინვე სპეციალურ მაცივარში ინახება. ხოლო როცა მისი შეწვის დრო მოდის, ხომ არ გგონიათ, რომ ჯერ დნება და შემდეგ წვავენ?

შრომითი უფლებების დაცვას კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს. თანამშრომლებს მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკი აქვთ, რომელიც 4-დან 8 საათამდე განისაზღვრება.

თუ ასე ფიქრობთ, ცდებით. ხორცი რომ გადნეს, ის დაკარგავს მის გემოვნურ თვისებებს. სწორედ ამიტომ, გაყინული ხორცი სპეციალურ დანადგარზე მზადდება, რომელშიც ის მომენტალურად იწვება და მისი გემოც შეუდარებელია. სწორედ იმის გამო, რომ ტემპერატურა მუდამ დაცულია და არასდროს იცვლება კონსისტენცია, ეს ხორცი არ შეიცავს დანამატებს და დამზადებისას მხოლოდ მარილსა და პილპილს ამატებენ.

კიდევ ერთი გავრცელებული ხმა მაკდონალდსის შესახებ რაც მსმენია, ის არის, რომ თითქოს რესტორანში ყველა პროდუქტი ერთსა და იმავე ზეთში მზადდება და არ არის დაცული ნორმები. თუ ეწვევით რომელიმე მაკდონალდს, თავად დარწმუნდებით, რომ ეს სიცრუეა. რესტორანში ყველა პროდუქტისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ, რომელშიც ზეთს სპეციალური ტესტ-მარკერებით ამოწმებენ და ინტენსიურად ცვლიან, ხოლო გამოყენებულ ზეთს კი გადასამუშავებლად აგზავნიან.

ასეთივე წესებით არის დაცული ყველა სხვა პროდუქტი. ამ ეტაპის ცოცხლად ნახვამ ნამდვილად დამარწმუნა, რომ გავრცელებული მითები მაკდონალდსზე სიმართლისგან საკმაოდ შორს არის.

ნაბიჯი მესამე - დასაქმებულები

ევთანხმდეთ, რომ ბიზნესის წარმატებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი პროდუქტი. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თავს კარგად და დაფასებულად გრძნობდნენ იქ, სადაც შრომა უწევთ. ამ ნაწილს დიდ ყურადღებას ვაქცევდი, სწორედ ამიტომ, ჩვენი ტურის გიდს უამრავ შეკითხვას ვუსვამდი.

ადამიანი, რომელიც მაკდონალდსის მუშაობის პრინციპს გვიხსნიდა, აღმოჩნდა, რომ კომპანიაში უკვე რვა წელია მუშაობს. მონდომებისა და საჭირო უნარების გამოვლენის პარალელურად, მისი კარიერაც წინ მიიწევდა. მან გვითხრა, რომ აქ ყველას ეძლევა საშუალება, საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინოს და შესაბამისად, დაწინაურდეს.

აღსანიშნავია შიდაგანაწესი, რომელსაც ყოველი თანამშრომელი მკაცრად იცავს. ხელის დაბანის წესიდან და ინტენსივობიდან დაწყებული, ბურგერის შეფუთვით დამთავრებული.

შრომითი უფლებების დაცვას კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს. თანამშრომლებს მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკი აქვთ, რომელიც 4-დან 8 საათამდე განისაზღვრება. ეს დამოკიდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ შემთხვევაზე. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების საჭიროების შემთხვევაში, კომპანია ყველა დასაქმებულს ყოველ საათს სრულად უნაზღაურებს.

ჩემი მოწონება დაიმსახურა კომპანიის დამოკიდებულებამ იმ თანამშრომლების მიმართაც, რომლებსაც დაბადების დღე აქვთ. თუკი რომელიმე დასაქმებულის იუბილე სამუშაო დღეს დაემთხვა, მაკდონალდსი მას უქმე დღეს ჩუქნის, თანაც ისე, რომ სამუშაო დღეს სრულად უნაზღაურებს.

გარდა ამისა, ძალიან შესამჩნევი იყო დასაქმებულების დამოკიდებულება ერთმანეთისა და საქმის მიმართ. ყველა თანამშრომელი საკუთარ საქმეს დიდი მონდომებით ასრულებდა, ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიდნენ, მათი ხელმძღვანელი კი საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ამასთან, აღსანიშნავია შიდაგანაწესი, რომელსაც ყოველი თანამშრომელი მკაცრად იცავს. ხელის დაბანის წესიდან და ინტენსივობიდან დაწყებული, ბურგერის შეფუთვით დამთავრებული.

ხელის დაბანის წესი მაკდონალდსში წინასწარ არის შემუშავებული. დასაქმებულები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სპეციალური ხსნარით იბანენ ხელებს, რათა პროდუქტი ყოველთვის სუფთა იყოს. გარდა ამისა, არსებობს ხელის დაბანის ცხრა სიტუაცია, როდესაც დასაქმებულებს არა დროის, არამედ შესრულებული სამუშაოს მიხედვით უწევთ ხელების დაბანა.

ჩვენ ვნახეთ, როგორ მზადდება ის პროდუქტი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ამ ტურის შემდეგ, მითები, რომლებიც მაკდონალდსის შესახებ მქონდა მოსმენილი, სრულად დაინგრა.

პროდუქტი, რომელსაც მივირთმევთ, სრულიად უსაფრთხო, სუფთა და მაღალი ხარისხისაა. ამის შემდეგ, მაკდონალდსის რიგში უფრო გაბედულად ჩავდგები, რადგან კომპანიამ ღია კარის დღეზე დამსწრეების ნდობა ნამდვილად დაიმსახურა.