მუსიკოსი და მსახიობი ჯონი ფლინი დევიდ ბოუის შესახებ გადაღებულ ბიოპიკში Stardust მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ჯენა მალონა და მარკ მარონიც.

სიუჟეტი 1971 წლიდან დაიწყება, როდესაც ბოუი პირველად ჩავიდა ამერიკაში და მის ვარსკვლავურ გზას სრულად გვიჩვენებს.

ფილმს ემის მფლობელი გაბრიელ რენჯი გადაიღებს, სცენარზე კი კრისტოფერ ბელი მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციის, გადაღებები 2019 წლის ივნისში დაიწყება. ფილმზე უფლებების შეძენის სურვილი უკვე რამდენიმე კინოკომპანიამ გამოთქვა.