თანამედროვე ეპოქაში ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცელულიტი და მასთან გამკლავების გზებია.

მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სქესს, მას შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანი ამოიღოს მიზანში და ურცხვად დაიდოს ბინა თეძოზე, დუნდულებსა და მუცელზეც კი.

საბედნიეროდ, ამ არც თუ ისე სასიამოვნო "სტუმართან" გამკლავების უამრავი სამედიცინო ხერხი არსებობს, მაგრამ, თუ მაინცდამაინც ბევრი ფულის დახარჯვა არ გსურთ, გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს იმისთვის, რომ ე.წ. ფორთოხლის კანის ეფექტი სამუდამოდ გააქროთ თქვენი სხეულიდან.

ცივი და ცხელი წყლის მასაჟი

ცელულიტთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დილის აბაზანაა. შხაპის მიღების დროს, ცელულიტიან ადგილას ცივი და თბილი წყლის მასაჟი კი თქვენს კანს დროთა განმავლობაში უფრო ელასტიურს გახდის.

დაიცავით კვება

ჯანსაღად კვება არამხოლოდ ცელულიტის გაქრობაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენს უამრავ სხვა პრობლემასაც მოაგვარებს. კარგი იქნება თუ დილით მხოლოდ ყავას არ დასჯერდებით და შვრიასთან ერთად მოხარშული კვერცხის ცილასაც მიიღებთ. საუკეთესო შემთხვევაში, უმჯობესია თუ 3 საათიანი ინტერვალებით იკვებებით და თქვენს საუზმეს, სადილსა და ვახშამს ცილოვანი პროდუქტებით გაამდიდრებთ. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი. კარგი იქნება თუ რაციონიდან ამოიღებთ ან შეამცირებთ შაქარსა და მარილს.

არ დაგავიწყდეთ წყალი

მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჩვენი არსებობისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტია, სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება მისი მიღება და ხანდახან დღე ისე ჩაივლის, რომ ერთ ჭიქასაც კი არ ვსვამთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ამით ხელს უწყობთ სხეულის გაუწყლოებას, რაც საბოლოოდ ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. გინდათ თუ არა, აუცილებელია რომ დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრი წყალი მიიღოთ.

ფიზიკური აქტივობა

განა რა არის ვარჯიშზე დიდი სიამოვნება? როცა ხედავ, რომ შენი სხეული ნელ-ნელა იცვლება და სასურველ შედეგს იღებ. თუ მაინცდამაინც დარბაზში სიარულს ვერ ახერხებთ, ძილის წინ მაინც გამონახეთ დრო და ნახევარ საათიანი სეირნობით ისიამოვნეთ. ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ არამხოლოდ ცელულიტების გაქრობაში, არამედ ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლას და კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ.

თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, როგორ უნდა ებრძოლოთ ცელულიტს, ნახეთ სხვა შუადღის დღევანდელი გადაცემა: