სავარაუდოდ, ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით ისევ გავრცელდა. ვიდეომასალა ატვირთვიდან რვა საათში დაიბლოკა.

ინტერნეტმომხმარებლის Facebook-სტატუსებიდან ირკვევა, რომ წინა შემთხვევაშიც ვიდეო მან ატვირთა. ის რამდენიმე სტატუსით იმუქრება, რომ ამ მასალის კიდევ ერთხელ წაშლის შემთხვევაში ისეთ ვიდეოს დადებს, რომელიც "არამგონია ბიძოს მოეწონოს".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეაგირება მოახდინეს და ფეისბუქის ადმინისტრაციის დახმარებით ვიდეომასალა წაიშალა. On.ge უწყების პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს იდენტიფიცირებულია თუ არა ვიდეოს გამავრცელებელი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.