აშშ-ში ანომალიურად ცივი ზამთარი დადგა. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა შესაძლოა, -50°-მდე დაეცეს. BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ყინვის გამო სხვადასხვა შტატში 8 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქალაქები, ფაქტობრივად, ფუნქციონირებას წყვეტენ

უკიდურესი ყინვის მიზეზი ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასა გახდა. შუა აღმოსავლეთის შტატებში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ილინოისსა და სამხრეთის შტატებში, ალაბამასა და მისისიპიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურა -30° გრადუსია და იქ უფრო მეტად ცივა, ვიდრე ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში. გაყინულია მდინარე და გზები. რკინიგზის ლიანდაგების გასადნობად კი ცეცხლი გამოიყენეს.

მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქუჩაში 10 წუთით დგომისას ძლიერი ყინვა უკვე იგრძნობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით შიდა რეისი გაუქმდა. რამდენიმე ქალაქში გათბობის დროებითი პუნქტები გაიხსნა.

მეტეოროლოგები მკვეთრ სიცივეს ჩრდილოეთ პოლუსზე უეცარ დათბობას უკავშირებენ, რომელიც მაროკოდან თბილი ჰაერის ნაკადით არის გამოწვეული. ამის გამო ცივი ჰაერის მასამ სამხრეთ გადაინაცვლა. მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის გამო დედამიწაზე ზამთარი უფრო მკაცრი და ცივი გახდება.

ჩიკაგოს გაყინული მდინარე

ფოტო: Pinar Istek / Reuters

ჩიკაგო, მიჩიგანის ტბა

ფოტო: Pinar Istek/ Reuters

ფოტო: Kiichiro Sato / AP

მუშები თვითმფრინავის გარშემო ყინულს ადნობენ

ფოტო: Scott Olson / Getty Images