ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ გადაწყვიტა, რომ თავისი სიმღერის სახელი "7 Rings" იაპონურად დაეწერა ხელის გულზე და ასე მოიქცა კიდეც.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მის ხელზე დაწერილი იაპონური სიმბოლოები ბარბექიუს ნიშნავდა და არა "7 ბეჭედს".

მან ინსტაგრამზე ტატუს ფოტოც გამოაქვეყნა:

ალბათ, ვარსკვლავის ტატუს არტისტმა იაპონური სიმბოლოები არც ისე კარგად იცოდა, რაც ფანებმა მალევე შენიშნეს და ამის შესახებ არიანას მაშინვე ამცნეს:

"არიანა გრანდეს ახალი ტატუ "七輪" იაპონურად ბარბექიუს ნიშნავს და არა "7 Rings"-ს. თუ ამ სიმბოლოს შესახებ მეტის გაგება გსურთ, უბრალოდ დაგუგლეთ "SHICHIRIN".

არიანამ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტო მალევე წაშალა, ფანებს კი ტვიტერზე უპასუხა, რომ პროცესი მეტისმეტად მტკივნეული იყო. მან ასევე დაწერა, რომ ბარბექიუ ძალიან უყვარს, თუმცა მოგვიანებით ეს ტვიტებიც წაშალა.

ჯერჯერობით უცნობია, დაიტოვებს თუ არა არიანა ხელის გულზე ბარბექიუს იაპონურ სიმბოლოს.

მომღერლის ბოლო კლიპი 7 Rings 17 იანვარს გამოვიდა.