ნეტფლიქსის ბოლო დროის ყველაზე განხილვადი და ყურებადი ფილმი, ჩიტის ყუთი სავარაუდოდ უკვე თქვენც ნანახი გექნებათ.

ფილმის პოპულარობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ ნეტფლიქსმა საბოლოოდ ოფიციალური განცხადებაც კი გააკეთა და მოსახლეობა გააფრთხილა ფილმის სიუჟეტი არ გაიმეორონ და თვალებზე ქსოვილ აფარებულებმა ქალაქის სხვადასხვა უბნებში არ იარონ.

ჩიტის ყუთის გარშემო უამრავი მიმი და ვიდეოკოლაჟი შეიქმნა, მათ შორის ერთ-ერთი კი The Office-ის სცენებით აწყობილი Bird Box-ის ტრეილერია.