ხუან გუაიდო მზად არის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო მზად არის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელის ახალმა წარმომადგენელმა, გუსტავო ტარემ რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. ვენესუელამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 10 სექტემბერს აღიარა.
მისი თქმით, ისინი ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას არ აპირებენ.
"თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა... ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია", — თქვა ტარემ.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისივე თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ აღარა. მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საქართველო. აშშ-მ ვენესუელის კუთვნილ ნავთობკომპანიას სანქციებიც დაუწესა.
ნიკოლას მადუროს ქვეყანაში ჯარისა და უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, მის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.
ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.
ამავე თემაზე:
- აშშ-ს ვენესუელაში მორიგი "ფერადი" რევოლუციის მოწყობა სურს — სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი
- კრემლი უარყოფს, რომ ვენესუელაში დაქირავებული სამხედროები გააგზავნა
- მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში არის უფრო მძიმე სოციალური ფონი, ვიდრე ვენესუელაში
- ნიკოლას მადურო არ აპირებს, არჩევნების დანიშვნის საერთაშორისო ულტიმატუმი შეასრულოს
- ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები