AirPods ბერვად უფრო მაღალტექნოლოგიურია, ვიდრე ის ყურსასმენები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდით. თუმცა, მისი მთავარი მინუსი ისაა, რომ მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს არასწორ ადგილას.

მისი სიგრძე დაახლოებით 4 სანტიმეტრია და რადგან უსადენოა, უამრავი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას მისი დაკარგვის გამო.

თუმცა, 22 წლის გაბრიელა რეილიმ საყვარელი ყურსასმენის დაკარგვის შფოთვა გადალახა და პრობლემას კრეატიული მხრიდან მიუდგა. მან AirPods საყურეებად გარდაქმნა და ახალი სახელიც მოუფიქრა — Airings.

როგორც ხედავთ, გაბრიელას ნამუშევარი ისეთივე მოსახერხებელია, როგორიც მოდური.

როგორც ახალგაზრდა ინოვატორმა ბაზფიდს უთხრა, მას ინსპირაცია სწორედ AirPods-ის დაკარგვის შიშმა მოუტანა:

"უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ისინი არ უნდა დამეკარგა. წინა წყვილი კატამ გადამიყლაპა, სადენიანი ყურსასმენები კი სულ დამიწყვიტა".

მოგვიანებით მან ვებგვერდიც გახსნა, სადაც ის თავის ნამუშევრებს ყიდის.

AirPods 2016 წელს, iPhone 7-თან ერთად დაანონსდა. ის "ჭკვიანი" უსადენო ყურსასმენია, რომელიც i-მოწყობილობებთანაა თავსებადი.