პატრიოტთა ალიანსს მიაჩნია, რომ უნდა შექმნას მართლმსაჯულების ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მოსამართლეების მიერ საშუალო და მძიმე საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გააანალიზებს. პარტიის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, ამავე ინსტიტუტის ფუნქცია უნდა იყოს, რომ გააანალიზოს პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეებიც.

გარდა ამ იდეისა, პარტიას მიაჩნია, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი სრულად პარლამენტში უნდა გადავიდეს და ეს პროცედურა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს.

"არავითარი კრიტერიუმის მიხედვით, მოსამართლეები ვერ უნდა გახდნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები... გაუქმდეს უვადოდ მოსამართლეების არჩევა", — აღნიშნა თარხან-მოურავმა.