ამერიკელმა მსახიობმა ეშტონ კაჩერმა ტვიტერზე თავისი მობილურის ნომერი გამოაქვეყნა და თქვა, რომ სურს ადამიანებთან ნამდვილი საუბარი ენატრება.

"ამიერიდან, შეგიძლიათ, რომ უბრალოდ მომწეროთ. ჩემი წრე მინდა, რომ მყავდეს. ალბათ ყველას ვერ გიპასუხებთ, მაგრამ, რაჩ მთავარია, შევძლებთ, რომ ერთმანეთს რეალური ამბები გავუზიაროთ. +1 (319) 519-0576 ესაა ჩემი ნომერი".

ტვიტს თან ერთვოდა გიფი, წარწერით "შენ საკუთარი თავის შექმნილი ხარ და ჩვენ შენ გვიყვარხარ!"

მსახიობმა მოგვიანებით ტვიტი წაშალა და დაწერა, რომ უამრავი მესიჯი მიიღო, თუმცა, მისი მობილურის ნომრის სქრინი კვლავ არსებობს და კაჩერისთვის მიწერა ფანებს ისევ შეგიძლიათ.

გულშემატკივრების ნაწილმა ეშტონისგან ავტომატური პასუხი მიიღო, ზოგს კი უფრო გაუმართლა. მაგალითად ამ მომხმარებელს ეშტონმა თავისი და ცოლის, მილა კუნისის სელფი გაუგზავნა.