შსს პანკისში ჰესების მოწინააღმდეგე ადგილობრივებს ავიწროებს — EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგე თემის წევრებსა და აქტივისტებს ავიწროებენ. საუბარია 2019 წლის 29 იანვარს პანკისის ხეობაში გამართულ სახალხო კრებაზე, სადაც ადგილობრივებმა ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კრების შემდეგ შსს-ს წარმომადგენლებმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს ხეობაში მცხოვრები ის რამდენიმე უხუცესი, რომლებიც კრების შეხვედრაზე ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ჰესების მშენებლობას. მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰესების მშენებლობის მხარდაჭერის აუცილებლობაში არწმუნებდნენ.
"პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის პროცესის ღია მხარდაჭერა შსს-ს მხრიდან და ამ პროცესში საპოლიციო აპარატისა და კონტროლის მექანიზმების გამოყენება არსებითად ეწინააღმდეგება სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ მანდატს, კომპეტენციებს და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული უკმაყოფილების გამოხატვა ხეობაში არსებითად მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ამ პროცესში შსს-ს ინტერვენციის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს განმარტოს:
- რა სამართლებრივი საფუძვლით და წესით იბარებს ადგილობრივ მოსახლეობის პოლიციაში და რა საფუძვლით ცდილობს ჰესების მშენებლობისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვებას;
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პანკისის ხეობის მოსახლეობის დაშინებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა;
- დაიწყოს დისციპლინური დევნა ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღები პირის მიმართ, რომელიც ადგილობრივი თემის თვითნებური შევიწროებისა და კონტროლის პროცესში არის ჩართული.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები