NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებთან არ უნახავთ კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ. გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა დაადასტურა უბნებზე კოორდინატორების ნახვა, 16%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

ამ კითხვაზე ყველაზე მეტი უარყოფითი პასუხი სოფლებსა და პატარა ქალაქებში გასცეს, სადაც მოსახლეობის 81 და 76 პროცენტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები არ უანხავთ.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ კოორდინატორები გავლენას ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე. 53% თვლის, რომ ისინი ქმნიან შემაშინებელ გარემოს არჩევნებზე მისასვლელად, 31 %-ს კი მიაჩნია, რომ პირიქით, ასეთი აქტივობები ახალისებს ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლას.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

გარდა ამისა, გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბნებზე მოწესრიგებული სიტუაცია იყო. 81%-ს კი მიაჩნია, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირბი კი კარგად იყვნენ მომზადებული.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

საპრეზიდენტო არჩევნების დროს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ISFED, საერთაშორისო დამკვირვებლები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ორივე ტურში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან კოორდინატორები იყვნენ მობილიზებული, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როცა კოორდინატორებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეროცნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2 205 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტი