ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურისთვის მოსახლეობის 55 პროცენტს არავინ დაკავშირებია. კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს, 30 იანვარს გახდა ცნობილი.

ყოველი მეხუთე გამოკითხული ამბობს, რომ მასთან სახლში მივიდნენ, ან ფლაერი გადასცეს, ან კარზე ჩამოკიდებული ბუკლეტი დაუტოვეს.

ფოტო: ირაკლი კუნჭულია / On.ge

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში აქტივობა 46,74 პროცენტი იყო.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2 205 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.