პულიცერის პრემიის მფლობელი სცენარისტი დევიდ მამეტი, ლონდონის თეატრის სცენაზე, ჰარვი ვაინშტაინის შესახებ სპექტაკლს დადგამს.

"ჩემმა პროდიუსერმა მკითხა, რატომ არ წერ პიესას ჰარვი ვაინშტაინის შესახებ? ხოდა აი, მეც დავწერე", - ამბობს მამეტი.

დადგმაში ძალადობაში მხილებული ყოფილი პროდიუსერის როლს ჯონ მალკოვიჩი მოირგებს.

"ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ და ხმამაღლა ვისაუბროთ", - ამბობს დევიდ მამეტი.

მიუხედავად იმისა, რომ პიესა ვაინშტაინის ისტორიაზეა, მამეტის გადაწყვეტილებით მთავარი როლის შემსრულებელს მისი სახელი და გვარი არ ექნება და ბარნი ფინის სახელით მოიხსენიებენ, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ ჰარვი ვაინშტაინი და მისი ძალადობრივი ქმედებები იყო და დღემდე რჩება დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.