პაციენტებს, რომლებსაც ყელის გამუდმებული ტკივილი აწუხებთ და ეს ყლაპვასა და სუნთქვაში უშლით ხელს, ან ყურის მიმართულებით გადაეცემა, შესაძლოა სიმსივნის რისკის ქვეშ იყვნენ იყოს. ასევე მათ, ისაც აუხსნელი კისრის შეშუპება აქვთ, ხორხის სიმსივნეზე შემოწმებას ურჩევენ.

კიბოს კვლევის ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვეილინ ვუ ამბობს, რომ ყელის ტკივილი ხორხის სიმსივნესთან პირდაპირ კავშირში არაა:

"თუმცა, ჩვენი კვლევის თანახმად, საშუალება გვაქვს რეკომენდაციები მივაწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გამუდმებული ყელის ტკივილი აწუხებთ".

ხორხი ყელის ის ნაწილია, რომელიც ადამიანებს სუნთქვასა და საუბარში ეხმარება. დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად ხორხის კიბოს 2 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კვლევა ექსეტერის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მათ შეისწავლეს 3 559 საკონტროლო პაციენტი და 806 ხორხის სიმსივნით დაავადებული პირი. კვლევა ბრიტანულ ჟურნალში General Practice გამოქვეყნდა.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ელიზაბეტ შეპარდმა თქვა, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული სიმპტომები და მათი კომბინაცია მნიშვნელოვნად შეისწავლეს:

"კვლევის მნიშვნელობა ის იყო, რომ ჩვენ გავიგეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხმის ცვლილება [ხრიწინი] ხორხის სიმსივნისას, თუმცა მისი მთავარი რისკი კიდევ უფრო იზრდება, როცა ამ სიმპტომს ხორხის ხანგრძლივი ტკივილი ემატება".

თამბაქო ხორხის სიმსივნის რისკს ზრდის.

ფოტო: SPL

მკვლევარებს სურთ ხაზგასმით აღნიშნონ, რომ ისინი უბრალოდ ყელის ტკივილზე არ საუბრობენ. მისი ხანგრძლივობა და სხვა სიმპტომებთან კომბინაცია კი, შესაძლოა შემაშფოთებელი ნიშანი იყოს. ისინი ამბობენ, რომ თუ ამ სიმპტომებს ადამიანები უყურადღებოდ არ დატოვებენ, ადრეული დიაგნოსტიკა მათ მრავალ პრობლემას აარიდებს.