ონლაინგამოცემა On.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის.

თუ ხარ ცნობისმოყვარე, კარგად იცი ინგლისური და ქართული ენები, გიყვარს უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრია იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ იყოს ნათარგმნი, მაშინ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 25-30 სტუდენტი, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან On.ge-ს რედაქციაში. შერჩეულ სტუდენტებს დაევალებათ კვირაში ინგლისურენოვანი ანალიტიკური სტატიების თარგმნა ქართულ ენაზე და მათი ადაპტირება ქართველი მკითხველისათვის.

  • პროექტის მონაწილე 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირების ბოლო 3 თვის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს სტიპენდიას თვეში 300 ლარის ოდენობით.
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ პროექტის ყველა მონაწილე გაემგზავრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევით-სამეცნიერო ბაზაზე და მონაწილეობას მიიღებს თემატურ ბანაკში.
  • პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ On.ge-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტაჟირების დამადასტურებელ სერტიფიკატს;

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.