კაცს, რომელიც დიდ დიღომში ველოსიპედით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, ის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა 4-დან 7-წლამდე. უწყების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.