10 უცნობი ფაქტი ლეგენდარულ ოპრა უინფრიზე
ოპრა უინფრის სახელის ხსენებისას პირველი სიტყვები რაც ადამიანს თავში მოსდის არის - კეთილი, ძლიერი, მებრძოლი, გავლენიანი და ლეგენდარული.
დიახ, ოპრა უინფრი ნამდვილად იმსახურებს ამ ეპითეტებს რადგან მთელი მისი ცხოვრება ერთ ფრაზაში - მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში, ერთიანდება.
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, საკუთარ ნიჭს ყველა იმ საქმეში ავლენს, რომელსაც ხელს მოჰკიდებს, უპირველესად კი ადამიანებთან ურთიერთობაში.
ღარიბ ოჯახში დაბადებულმა ოპრამ შეძლო და მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ამერიკული ოცნების ყველაზე დიდი მაგალითი გახდა.
მისი ცხოვრება სავსეა ტკივილით, დარდითა და პირადი ტრაგედიებით. ჯერ კიდევ თინეიჯერობისას ის საკუთარმა ნათესავმა გააუპატიურა. ოპრა დაორსულდა, თუმცა ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპა.
დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ტელეწამყვანი, არაერთხელ გამხდარა რასიზმის მსხვერპლიც. მას საკუთარ გადაცემაშიც კი აყენებდნენ შეურაცხყოფას, თუმცა მისი პასუხი ყოველთვის იმდენად ღირსეული, ამომწურავი და ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ ყველა ბოდიშს უხდიდა.
დაუღალავი და მძიმე შრომის შემდეგ კი მისი ვარსკვლავი დაიბადა. 1986 წლის 8 სექტემბერს პირველად გავიდა ოპრა უინფრის შოუ, გადაცემა, რომელმაც ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს სტატუსი 25 წელზე მეტხანს შეინარჩუნა.
2011 წელს, კარიერის პიკში მყოფმა ოპრამ საკუთარი შოუ დახურა და ახალი, კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
წლიდან წლამდე ოპრას პოპულარობა სულ უფრო იზრდება და დღესაც კი, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია, რომელიც მართლა ახერხებს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას.
გთავაზობთ ათ საინტერესო ფაქტს ცოცხალ ლეგენდაზე:
1. ოპრას ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ბავშვობაში კარტოფილის ტომრისგან შეკერილი ტანსაცმლით დადიოდა
2. ოპრა უინფრი პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც მილიარდერი გახდა. 2013 წელს კი ოპრა უინფრი ბარაკ ობამამ აშშ-ის ყველაზე საპატიო, საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა
3. მიღებული აქვს საპატიო ოსკარი და ოქროს გლობუსი
4. თავის უზარმაზარ სახლში ბოსტნეულის საკუთარი ბაღი აქვს გაშენებული
5. მისი ახლო მეგობრები არიან - გაელ კინგი, სტივენ სპილბერგი, ჯულია რობერტსი, პოლ მაკარტნი, ტინა ტერნერი და ა.შ.
6. ყოველწლიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ქველმოქმედებაში. აქვს ფონდი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ განათლების მიღების საშუალება ყველას ჰქონდეს
7. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 33-ზე მეტ ფილმსა და სერიალში. 1986 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე
8. არის 10-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველა ბესტსელერი გახდა
9. მისი უდიდესი წარმატების შემდეგ გაჩნდა ტერმინი - ოპრას ეფექტი
10. ფლობს უძრავ ქონებას თითქმის მთელი ამერიკის მასშტაბით
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
კომენტარები