გუშინ ლოს-ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს.

წლის საუკეთესო მსახიობი კაცი, ისევე როგორც ოქროს გლობუსზე, აქაც რემი მალეკი გახდა ფილმში Bohemian Rhapsody შესრულებული როლისთვის. ქალი მსახიობის ნომინაციაში კი გლენ ქლოუზმა მიიღო ჯილდო.

რაც შეეხება მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებს, აქ სცენაზე ასვლის პატივი მაჰერშალა ალისა და ემილი ბლანტს ერგოთ.

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც მარველის Black Panther, რომელმაც საუკეთესო სამსახიობო ანსამბლს ნომინაციაში გაიმარჯვა.

კიდევ ერთი პრიზი დაიმსახურა დარენ კრისმა სერიალში Assassination of Gianni Versace შესრულებული როლისთვის.

ოქროს გლობუსის შემდეგ კი კინომსახიობთა გილდიის პრიზით აღინიშნა პატრისია არკეტისა და სანდრა ოს სამსახიობო ოსტატობაც.

გთავაზობთ ფოტოებს წლევანდელი ცერემონიის წითელი ხალიჩიდან, რომელიც კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს 25 წლის აღსანიშნავად წელს ვერცხლისფერი იყო.

ემი ადამსი

ანჯელა ბესეტი

მეთ ბომერი

ტიმოთი შალამე

დარენ კრისი

მაიკლ დაგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

ადამ დრაივერი

ემილი ბლანტი

ემა სტოუნი

ლედი გაგა

ჰიუ გრანტი

ლილი ტომლინი და ჯეინ ფონდა

ლუპიტა ნიონგო

რიჩარდ მედენი

მენდი მური

მარგო რობი

მარგო მარტინდეილი

მელისა მაკარტი

რეიჩელ ვაისი

რემი მალეკი

რიკი მარტინი

რობინ რაითი

მაიკლ ბი ჯორდანი

რეიჩელ ბროსნაჰანი