ამერიკის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, გასულ კვირას 3 წლის ბიჭი დაიკარგა. დაკარგვიდან ორი დღე-ღამის შემდეგ, მას მაშველებმა ტყეში მიაგნეს.

კესი ჰეთევეის უვნებლად პოვნა სასიხარულოსთან ერთად, გასაოცარი იყო პოლიციისთვის, განსაკუთრებით გაუსაძლისი ყინვის პირობებში. მისი გაუჩინარების პერიოდში ჰაერის ტემპერატურა -6°-მდე დაეცა.

ბიჭუნა ტყეში 2 დღე-ღამეს იმყოფებოდა, საჭმლისა და სასმლის გარეშე. ამინდის გამო კი მისი ძებნა რამდენჯერმე გადაიდო.

თუმცა, როგორც ბავშვი ამბობს, მას ტყეში მეგობრული დათვი ეხმარებოდა, რომელიც ამ დროის განმავლობაში მასთან იმყოფებოდა.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაუჩინარებამდე ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, თუმცა შინ მათთან ერთად არ დაბრუნებულა.