28 იანვრიდან ევექსის პოლიკლინიკებში ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ უფასო ვაქცინაცია ჩაიტაროს. ვაქცინას ვაქსიგრიპი ჰქვია, რომლის მწარმოებელი ქვეყანაც საფრანგეთია.

ვაქცინაცია ევექსის თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა პოლიკლინიკებში ცოცხალი რიგით, მარაგების ამოწურვამდე განხორციელდება.

თბილისში მიმართეთ ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებს:

  • ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40;
  • ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა;
  • ევექსის ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69;
  • ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3;
  • ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16.

რეგიონები კი ვაქცინაცია ჩატარდება ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში:

  • ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20;
  • ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1;
  • ევექსის ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6;
  • ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11.