შესაძლოა სახელი კელეტ კუტბერტი არ გეცნობოდეთ, თუმცა მისი ერთი ფოტოს ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდეთ ვისზეა საუბარი.

იცანით? დიახ, ეს სასმელი წყლის Fiji-ს პრომო გოგონამ, რომელიც ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავების ფონზე დიდებულად პოზირებდა კამერების წინ და პროდუქტს შესანიშნავ რეკლამას უკეთებდა. ამ "თავგანწირული" პიარისთვის კი გოგომ კომპანიას ერთ საღამოში $12 მილიონიანი მოგება მოუტანა.

კომპანიის ფინანსების გაზრდის პარალელურად, გაიზარდა მისი პოპულარობაც. კელეტს ოქროს გლობუსამდე ინსტაგრამზე 60 ათასი გამომწერი ჰყავდა, ახლა კი მათი რიცხვი 220 ათასზე მეტია.

და ეს ყველაფერი არ არის, კუტბერტმა ტელევიზიის ყურადღებაც მიიპყრო და სულ მალე მისი ნახვა ერთ-ერთ ამერიკულ საპნის ოპერაში The Bold and the Beautiful იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე კელეტს მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვიხილავთ, რომელიც ეკრანზე 6 თებერვალს გამოვა. უცნობია თუ ვის როლს მოირგებს ის, თუმცა თუ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პრომოთი ვიმსჯელებთ, როლში შესვლა მას არ გაუჭირდებოდა.