2020 წლიდან ზოგადი ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მისივე განმარტებით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში — მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში — ისტორია.

ზოგადი უნარების გამოცდა საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.