განათლების სამინისტრო გეგმავს 2020 წლიდან უნივერსიტეტებმა თავად დააწესონ სავალდებულო საგნებში მინიმალური ზღვარი. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

"უნივერსიტეტს შეზღუდული რაოდენობის სტუდენტების მიღება შეუძლია. ამ ცვლილებას ხარისხზე გავლენა არ ექნება, საუკეთესოები ისევ მოიპოვებენ ადგილებს ამ უნივერსიტეტებში, მაგრამ უნივერსიტეტის ავტონომიურობის გაძლიერებითაც და აბიტურიენტების არდასაჩაგრად კარგი გადაწყვეტილება იქნება", — განმარტა გორგაძემ.

მისი განცხადებით, 2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მისივე განმარტებით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში — მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში — ისტორია.

ამავე თემაზე: 2020 წლიდან მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის "გამოსაშვები გამოცდები" იხსნება