შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. გორგოძის განმარტებით, მე-11 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 2019 წელს აღარ ჩააბარებენ, თუმცა ამ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს. მისივე თქმით, სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

გორგოძის განცხადებით, 2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მისივე განმარტებით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში — მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში — ისტორია. მისივე თქმით, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

ამავე თემაზე: