"ჩამოთვლილი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიდან, რომელია ყველაზე მწვავე საქართველოში?" — NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევისას, გამოკითხულთა 57 პროცენტი ჰაერის დაბინძურებას ასახელებს. რესპონდენტების 44 პროცენტი მეორე მნიშვნელოვან პრობლემად საკვების უსაფრთხოებას ასახელებს, 40 პროცენტი კი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობას.

გამოკითხულთა შედარებით მცირე ნაწილი ასახელებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასმელი წლის დაბინძურება (18%), მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების დაბინძურება (16%).

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიდან თბილისში გამოკითხულთა 76 პროცენტი ასევე ჰაერის დაბინძურებას ასახელებს, 54 პროცენტი კი საკვების უსაფრთხოებას.

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა. საველე სამუშაოების თარიღები 2018 წლის 6-20 დეკემბრით თარიღდება. ჩატარდა 2205 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.