ზაკ ეფრონი და ლილი კოლინზი სერიულ მკვლელზე გადაღებულ ფილმში ერთად თამაშობენ.

კინოსურათის რეჟისორი ჯოი ბერლინგერია და ისტორია ამერიკელი სერიული მკვლელის, მოძალადის, მძარცველისა და ნეკროფილის, ტედ ბუნდის გარშემო ვითარდება, რომელიც 1970-იან წლებში თავს ესხმოდა და კლავდა ქალებს. საბოლოოდ ტედი 1978 წელს ფლორიდის შტატში დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

ლილისა და ზაკ ეფრონის გარდა სურათში ვიხილავთ ჯონ მალკოვიჩს, ანჯელა სარაფიანს და ჯიმ პარსონს.