"შავი ხვრელი" ონლაინ სესხების რეგულაციებში
2019 წელს საფინანსო სფეროში ონლაინ სესხების რეგულაცია ამოქმედდა, რომლის შედეგადაც სესხების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი შეიზღუდა.
რეგულაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავალი, უფრო მეტიც, ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ვივუსი, გავიდა ქართული ბაზრიდან. სწორედ ამიტომ, კრედიტორებმა დაიწყეს სხვადახვა ხერხის მოძიება, რათა თავი დაეღწიათ ამ კანონისგან და მიაგნეს "შავ ხვრელს" - სესხს შეუცვალეს სახელი და მომხმარებლებს არა სესხს, არამედ ლიზინგს სთავაზობენ, მიზეზი მარტივია, ლიზინგზე ზემოხსენებული რეგულაცია არ ვრცელდება.
ინფორმაცია, რომ სესხების ნაცვლად რიგი კომპანიები ლიზინგის სერვისს ნერგავენ, ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებთან Financer Georgia-მ გადაამოწმა.
რა არის ლიზინგი?
ლიზინგი ძალიან ჰგავს იპოთეკას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ნივთი, რომელზეც ლიზნიგი კეთდება, გადადის მსესხებელი კომპანიის სახელზე მანამ, სანამ მომხმარებელი აღებულ სესხს არ გადაიხდის.
ყველაზე გავრცელებული პროდუქტი არის ავტო ლიზინგი, რომელიც, პრაქტიკულად, არის ავტო ლომბარდი მანქანის ტარების უფლებით, მაგრამ ავტო სესხისგან იმით განსხვავდება, რომ ლიზინგის დროს ავტომობილი გადადის სალიზინგო კომპანიის მფლებელობაში და იქამდე რჩება, სანამ აღებულ თანხას არ დავფარავთ.
ანალოგიური სქემა მოქმედებს სხვა უძრავი ნივთების ლიზინგის დროსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ძირითადად იყენებენ ტელეფონის ლიზინგს.
რომელი სქემით ხდება რეგულაციისადმი გვერდის ავლა?
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ძირითადად, მობილურის ლიზინგს აკეთებენ, ადრე თუ სესხის აღბის დროს მობილურზე მაქსიმუმ 4 ნიშნა კოდი მოგდიოდათ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის, ახლა ონლაინ სესხის აღებისას გიწევთ, შეიყვანოთ 2 დიდი 10 ნიშნა კოდი, რის შედეგადაც კრედიტორი აღნიშნული ტელეფონის ლიზინგს აკეთებს და არა ტრადიციულ, თქვენთვის ნაცნობ ონლაინ სესხს.
რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია წერია ლიზინგის კონტრაქტში, მაგრამ სწრაფი სესხის აღების დროს ვინ კითხულობს კონტრაქტს? თითქმის არავინ. სწორედ ამ სქემის შედეგად აკეთებთ ლიზინგს, რომელიც ბევრად ძვირი პროდუქტია (შესაბამისად, მეტი თანხის დაბრუნება გიწევთ უკან), ვიდრე ონლაინ სესხების შემთხვევაში. აღნიშნული სქემა იურიდულად არ არის კანონდარღვევა, სწორედ ამიტომ, კომპანიები აქტიურად იყენებენ რეგულაციების გვერდის ასავლელად.
რამდენად ძვირია ლიზინგი ონლაინ სესხთან შედარებით?
როგორც ლიზინგის, ასევე სესხის ეფექტური საპროცენტო განიკვეთი 50% -ია, აქედან გამომდინარე, თითქოს ლიზინგისა და სესხის დასაბრუნებელ თანხას შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის, ლიზინგს ემატება დღგ და გაცემის საკომისიო, სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში, იგი გაცილებით ძვირი გამოდის, ვიდრე სესხი.
თუ აქამდე 300 ლარიან 1 თვიან სესხში მომხმარებელი ზედმეტად მხოლოდ 10 ლარს იხდიდა, ახლა იმავე მოცულობის ლიზინგის მომსახურება დაახლოებით 65 ლარი ჯდება:
ონლაინ სესხი | ლიზინგი | |
სესხად აღებული თანხა | 300 ₾ | 300 ₾ |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 50% | 50% |
1 თვის შემდეგ უკან დასაბრუნებელი თანხა | 310₾ | 365₾ |
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ რეგულაციის შემდეგ გამოჩნდებოდა გზები, რომლითაც კომპანიები გვერდს აუვლიდნენ ამ რეგულაციებს და თანხას მაინც გაასესხებდნენ მაღალ პროცენტში, რადგან საქართველოში მაინც არის დიდი მოთხოვნა მაღალპროცენტიან ონლაინ სესხებზე, მიზეზი მარტივია - მომხმარებელს შეუძლია სესხი აიღოს ძალიან სწრაფად, ბევრი დოკუმენტის შემოწმების გარეშე.
როდესაც არსებობს მოთხოვნა, იქვე არსებობენ ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ პროდუქტის მიწოდების ოპტიმალური გზების ძიებას. ეს პროცესი გაგრძელდება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე კერძო მევახშეების მხრიდანაც.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები