სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე ტრანსპორტირებისთვის გაცემულია 32 338 ლარი. აქედან, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე კი 28 987 ლარი.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილია. ქართული ჭიდაობა 2018 წელს იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაწევრიანდა. ქართული ჭიდაობა განსხვავდება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან.

"ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა", — ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, თითოეული ტურნირის ხარჯი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე. სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის.