ქართული ჭიდაობის ფედერაციამ 4 300 ლარის საჩუქრები იყიდა ვიქტორინისთვის, რომლის ჩატარება არ დასტურდება — აუდიტი
აუდიტის განცხადებით, ქართული ჭიდაობის ფედერაციამ 2016 წლის დეკემბერში არჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის საჩუქრად გადასაცემად 4 300 ლარის მობილური ტელეფონი შეისყიდა. აუდიტის დასკვნით, "მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს".
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილია. ქართული ჭიდაობა 2018 წელს იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში გაწევრიანდა. ქართული ჭიდაობა განსხვავდება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან.
აუდიტის სამსახურის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. მათივე ინფორმაციით, არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვის და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ხარჯებში ჩამოწერის აქტებით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი.
სახელმწიფო აუდიტის განცხადებით, 2016 წლის დეკემბერში გაიმართა ღონისძიება "საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში". სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, ვიქტორინაში გამარჯვებულ მაყურებელზე საჩუქრების გადაცემის მიზნით შეისყიდეს ტელეფონები.
აუდიტის ინფორმაციით, 2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22 300 ლარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 20 დეკემბერს შესყიდულია 4 300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი.
ანგარიშში წერია ისიც, რომ ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4 300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ფედერაციის გენერალური მდივნის და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი, აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები