წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ არსებულ სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება 2401 მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. უწყება აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.