Once Upon a Time in Hollywood (ერთხელ ჰოლივუდში) - ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი შეასრულებენ.

მათ გარდა ფილმში ვიხილავთ - ალ პაჩინოს, დაკოტა ფენინგს, ლინა დანემს, მაია ჰოუკს, კურტ რასელს, ტიმ როთსა, მაიკლ მადსენსა და სხვებს.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და ისტორია 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი შეასრულებს.

ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება. ზუსტად 50 წლის შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი და მისი სტუმრები.