ამერიკის კინოაკადემია წელს ოსკარის ცერემონიას 91-ედ უმასპინძლებს. ამ თითქმის საუკუნოვანი დაჯილდოების ისტორიაში კი ბევრი ისეთი ფილმი ყოფილა წარდგენილი ამა თუ იმ კატეგორიაში, რომლებზეც ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ნომინაციას მიიღებდნენ.

დღეს ასეთ ათ ფილმს წარმოგიდგენთ.

1. Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan

ბორატი, დიახ ბორატი 2007 წელს ოსკარზე ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში.

2. Bridget Jones's Diary

რენე ზელვეგერი 2002 წელს ბრიჯიტ ჯონსის როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ამ წელს ოსკარი ჰოლი ბერს გადაეცა.

3. Babe

ამ ფილმმა ოსკარის შვიდი ნომინაცია მიიღო 1996 წლის ოსკარზე. თუმცა, მხოლოდ ერთში - საუკეთესო სპეც-ეფექტების ნომინაციაში გაიმარჯვა.

4. Babe: Pig in the City

ფილმის მეორე ნაწილმა ოსკარზე ამჯერად საუკეთესო სიმღერის ნომინაცია მიიღო, თუმცა იმ წელს ჯილდოს გარეშე დარჩა.

5. Fifty Shades of Grey

გრეის ორმოცდაათი ელფერი 2016 წლის ოსკარზე საუკეთესო სიმღერის ნომინაციით იყო წარმოდგენილი.

6. The Nutty Professor

ამ ფილმში ედი მერფი რამდენიმე პერსონაჟს ასრულებს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აკადემიამ მას საუკეთესო გრიმის ნომინაციაში ოსკარი გადასცა.

7. Men in Black

ფილმი 1998 წლის ოსკარზე სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ ერთში - საუკეთესო გრიმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

8. Stuart Little

2000 წელს სტიუარტ ლითლმა ოსკარზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტისთვის მიიღო ოსკარი. დიახ, გაგიკვირდებათ და იმ პერიოდში დიდ ეკრანზე მოლაპარაკე თაგვი ინოვაციურად ითვლებოდა.

9. How The Grinch Stole Christmas

გრინჩი 2001 წელს ოსკარის სამ კატეგორიაში წარადგინეს, თუმცა ჯილდო მხოლოდ საუკეთესო გრიმისთვის მიიღო.

10. 102 Dalmatians

გლენ ქლოუზი შესაძლოა დიდებულად ასრულებდა კრუელა დე ვილის როლს, თუმცა 102 დალმატინელი მხოლოდ საუკეთესო კოსტიუმებისთვის გახდა აკადემიის ფავორიტი.