თუ დაშორების შემდეგ მეგობრობის არ გჯერათ, მაშინ ეს 10 წყვილი დაგარწმუნებთ, რომ სულ ტყუილად.

რა თქმა უნდა რთულია და ცოტა უცნაურიც საყვარელ ადამიანთან განქორწინების ან დაშორების შემდეგ, მასთან ჩვეული ურთიერთობის შენარჩუნება, თუმცა, შეუძლებელი ნამდვილად არაფერია.

1. უილ სმიტი და შირი ზამპინო

შირი არამხოლოდ უილთან, არამედ მის ცოლთან, ჯედასთანაც მეგობრობს და ხშირად საყიდლებზეც კი ერთად დადიან.

2. გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი

კრისისა და გვინეტის მეგობრობა ნამდვილად სამაგალითოა. მომღერალი პელტროუს ნიშნობაზეც კი იმყოფებოდა და მეტიც, თაფლობის თვის რამდენიმე დღე კრისმა, გვინეტმა და ბრედ ფალჩუკმა ერთად გაატარეს.

3. ანა ფარისი და კრის პრატი

ანა ფარისი და კრის პრატი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი წყვილად მიიჩნეოდა, დაშორების შემდეგ კი მეგობრობას აგრძელებენ. ფარისმა პრატს რამდენიმე კვირის წინ ნიშნობაც კი მიულოცა.

4. ჯასტინ ტიმბერლეიკი და კამერონ დიაზი

კამერონმაც და ჯასტინმაც არაერთხელ დაადასტურეს ინტერვიუებში, რომ მიუხედავად დაშორებისა, ისინი უახლოეს მეგობრებად რჩებიან.

5. კორტნი კოქსი და დევიდ არკეტი

16-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორებული კოქსი და არკეტი, დღეს უახლოესი მეგობრები არიან.

6. ემა სტოუნი და ენდრიუ გარფილდი

ემა სტოუნი ხშირად აღნიშნავს, რომ ენდრიუსთან დღემდე თბილი ურთიერთობა აქვს. მეტიც, ისინი ხშირად ხვდებიან ლანჩზე და წვეულებებზეც ხშირად აფიქსირებენ კამერები.

7. მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი

ორნალდო ბლუმი მართალია ახლა კეტი პერისთან არის, თუმცა ის კარგ ურთიერთობას კვლავ ინარჩუნებს მირანდასთან.

8. ჩანინგ ტატუმი და ჯენა დევანი

დაშორების მიუხედავად ჯენა ყოველთვის მხარში უდგას ჩანინგს. აღსანიშნავია, რომ დევანი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც მსახიობს უახლოესი მეგობრის დაღუპვა გადაატანინა.

9. ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

თუ დაშორების შემდეგ მეგობრობა არსებობს, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ ჯენიფერი და ბენი არიან. გარნერი ყოველთვის მხარში უდგას ბენს და პირველია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც აფლეკი გაჭირვების ჟამს ურეკავს.

10. ნინა დობრევი და იან სომერჰელდერი

მართალია წყვილის დაშორება მათმა ფანებმა რთულად გადაიტანეს, თუმცა ისინი დღემდე კარგი მეგობრები არიან.