შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, სოციალურმა სამსახურმა ბავშვი დედას არ განარიდა — ადვოკატი
22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის ინტერესების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია. ამის შესახებ მან დღეს, 24 იანვარს აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ქალი პატიმრობაში დატოვეს.
ადვოკატის თქმით, შემაკავებელი ორდერი 6 იანვარს გამოიცა, თუმცა მას შემდეგ ბავშვი ოჯახიდან არც სოციალურ სამსახურს წაუყვანია და არც პოლიციას.
"ორდერში ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია. დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. განრიდება თუ მოხდებოდა და მას მერე მიუახლოვდებოდა, ამ შემთხვევაში დაირღვეოდა", — ამბობს ადვოკატი.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ 6 იანვარს ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში და ინციდენტის შესახებ აცნობეს სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააგენტოში ამ საკითხზე არ საუბრობენ მოკვლევის დასრულებამდე, ზოგად წესთან დაკავშირებით კი აცხადებენ:
"როდესაც შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, საპატრულო პოლიცია და სოციალური მუშაკი ერთად მოქმედებენ. არასამუშაო საათებში პოლიცია მოქმედებს სოციალურ სამსახურთან შეთანხმებით. იმისდა მიხედვით, რა მდგომარეობაა, ან გადაჰყავთ მესამე პირთან ან საავადმყოფოში ან ბავშვი გადადის სახელმწიფო ზრუნვაში".
22 იანვარს თბილისში, სანზონაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381¹-ე მუხლით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ ორდერით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები