მონიკას, რეიჩელისა და ფიბის მეგობრობა საკულტო Friends-იდან ნამდვილად სამაგალითოა

ასევე სამაგალითოა ამ როლის შემსრულებელი მსახიობების - კორტნი კოქსის, ჯენიფერ ენისტონისა და ლიზა კუდროუს მეგობრობაც

ამის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ შოუს დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც კი ისინი ერთმანეთს თითქმის ყოველ კვირას ხვდებიან

მაგალითად, ლიზა და კორტნი რამდენიმე დღის წინ ლანჩზე ერთად იმყოფებოდნენ. შემდეგ კი მზიანი ამინდით დატკბობა გადაწყვიტეს და ლოს-ანჯელესის ქუჩებში ფეხითაც გაისეირნეს

სამწუხაროდ, ჯენიფერ ენისტონი ამ შემთხვევაში მათთან ერთად არ იყო, სამაგიეროდ მესამე მეგობრის ამპლუა ამჯერად ლიზა მამამ, ლიმ შეითავსა