ხშირად ვამბობთ, რომ ცხოვრება გართულდა და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ნეგატიური ამბის მოსმენა გვიწევს.

საბედნიეროდ ეს ფოტოები გვარწმუნებს, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს სიკეთე, რომელიც გარდა იმისა, რომ გულს სიხარულით გვივსებს, ძალიან გადამდებიც არის.

განაგრძეთ კითხვა და დარწმუნდებით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გულწრფელი ღიმილის საფუძვლიანი მიზეზი.

1. პატარა ლეკვს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, როგორც იქნა მზრუნველი პატრონი გამოუჩნდა

ფოტო: humansofnewyork

2. ამ ძაღლის ასაკოვანი პატრონი მის გასეირნებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. ცხოველზე ზრუნვა და გარეთ გაყვანა კი ქალის კეთილმა მეზობელმა თავის თავზე აიღო

ფოტო: strikeoutsteph

3. გასულ წელს ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება მოხდა, ამ ფაქტმა კი უამრავი ადამიანი გააბედნიერა

ფოტო: jumpup612

4. პოლიციელმა ამ ბავშვის გამოკვებაზე იზრუნა

ფოტო: bomberosvoluntarios.berisso

დიახ, ამ ქალმა არგენტინის საავადმყოფოში მიტოვებული ბავშვი რძით გამოკვება.

5. აი, ის ბედნიერი მომენტი, როდესაც საყვარელი ადამიანი მოულოდნელად ხელს გთხოვს

ფოტო: MET LGBT Network

6. დიდი ხნის უნახავი გუნდელები 5 წლის შემდეგ შეიკრიბნენ და მათი მეგობარი საავადმყოფოში მოინახულეს

ფოტო: Millertime166

7. დრო გადის, მაგრამ მშობლებისთვის არაფერი იცვლება

ფოტო: dawsonalliah

8. ერთად, დიდხანს და ბედნიერად...

ფოტო: servethyneighbor

9. 25-წლიანი დაშორების შემდეგ ეს წყვილი ხელმეორედ დაქორწინდა და ფერმერულ ცხოვრებას შეუდგა

ფოტო: zephyrnug

10. ქალს, რომელიც ყოველ დილას მაკდონალდსში საუზმობდა, 90 წლის იუბილის აღსანიშნავად პატარა წვეულება მოუწყვეს

ფოტო: Joshwilso

11. კაცი ახალგაზრდა ბიჭს ორეგამის გაკეთებას ასწავლის

ფოტო: mayorboogers

12. 95 წელი შეუსრულდა და ბედნიერია, რადგან მთავარი შიში, რომ ახალგაზრდა გარდაიცვლებოდა, უკან მოიტოვა

ფოტო: Adam_Rennie

13. პაციენტი შვილის გასამხნევებლად დედამ თმა გადაიპარსა

ფოტო: babygiraffe178

14. ნორვეგიაში ვაშლის ზედმეტ მოსავალს ღობეზე გამოკიდებენ ხოლმე, რათა მსურველებმა მათი დაგემოვნება შეძლონ

ფოტო: WhatWouldShaneDo

15. პოლიციის ოფიცერი მოქალაქეს მანქანის შეკეთებაში ეხმარება

ფოტო: WhatWouldShaneDo