პატრიოტთა ალიანსი ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. პარლამენტში ფრაქცია კი რიგ შემთხვევაში უპირატესობებსაც ნიშნავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი, ნიკა სიმონიშვილი On.ge-ს იმ საკითხებზე ესაუბრა, რომელიც ფრაქციაში გაერთიანებულ დეპუტატებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

ფრაქციაში გაერთიანების უპირატესობები

  • ფრაქციას ჰყავს აპარატი, რომელში დასაქმებული პირებიც უზრუნველყოფენ ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს;
  • ჰყავს თანამდებობის პირები: მდივანი, ფრაქციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე;
  • ფრაქციის წარმომადგენელი მონაწილეობს ბიუროს სხდომაში (ირმა ინაშვილი არის ვიცე-სპიკერიც და ბიუროს სხდომაზე მონაწილეობის უფლება არ შეეზღუდება);
  • ფრაქციის ხარჯები იფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან, გათვალისწინებულია ავტომობილით სარგებლობაც;
  • იბარებს მთავრობის წევრს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე;
  • სარგებლობს სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლის უფლებით.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტების დატოვების გადაწყვეტილება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მიიღო. ის On.ge-სთან ამბობს, რომ ამ საკითხზე საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 5 თებერვალს ოფიციალურად განაცხადებს.