ბრიტანეთის ქალაქ ბლეკპულის პოლიციამ მაღაზიის ძარცვაში ბრალდებული კაცის დაპატიმრების შემდეგ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ძარცვაში ბრალდებული 36 წლის კაცი აბდულა ჰუსეინია, რომლის სათვალთვალო კამერით გადაღებულმა კადრებმა 2018 წლის ოქტომბერში ინტერნეტი ერთი მიზეზით მოიარა – ის ძალიან ჰგავდა როს გელერს, ამერიკული ტელესერიალიდან Friends-დან.

თუმცა, პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ სურათში ჩანს, რომ დაკავებულსა და როსის როლის შემსრულებელს, დევიდ შვიმერს საერთო არაფერი აქვთ.

მარცხნიდან მარჯვნივ: მსახიობი დევიდ შვიმერი და ძარცვაში ბრალდებული აბდულა ჰუსეინი

ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა მძარცველი დავიდ შვიმერს მიამსგავსა, მსახიობმა ჭორებისა და ბრალდებების გასაქარწყლებლად ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა:

"ოფიცრებო, გეფიცებით, ეს მე არ ვყოფილვარ. როგორც ხედავთ, ნიუ-იორკში ვიყავი. წარმატებებს გისურვებთ გამოძიებაში", - წერდა ხუმრობით მსახიობი.