თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულია ტავ ჯორჯიას თანამშრომელი, კერძოდ, მტვირთავი-მუშა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტან ქურდობას გულისხმობს.