შეუძლებელია გიყვარდეს სერიალი სექსი დიდ ქალაქში და არ გახსოვდეს შოუს არანაკლებ საკულტო ქუდი და მუსიკა.

სცენა, რომელიც სერიალის და კერი ბრედშოუს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, სარა ჯესიკა პარკერმა საპილოტე სერიის გამოსვლიდან ზუსტად 21 წლის შემდეგ თავიდან გააცოცხლა.

"ჩემი ძველი მეგობარი. ის დროებით დაბრუნდება განსაკუთრებული პარტნიორობისა და საქმის მხარდასაჭერად, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასია. უფრო მეტს მალე გაიგებთ", - წერს პოსტის აღწერაში სარა.

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს ამ ტიზერმა დაუტოვა განცდა, თითქოს კერი ეკრანზე ბრუნდებოდა, ასე სულაც არ არის. სარამ ვიდეო სპეციალურად საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაიღო და როგორც თავად ამბობს, მალე გავიგებთ, რას გააკეთებს კერი ბრედშოუ ამ ორგანიზაციისთვის.