თბილისში, ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.